среда, 2 июня 2010 г.






პროექტის სახელი

მარტვილის ეკლესია–მონასტრები და მუზეუმი

პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მონაწილენი იკვლევენ მარტვილში მდებარე ეკლესია –მონატრების ისტორიას,ასევე მარტვილის მუზეუმის ისტორიას მისი დაარსებიდან დღემდე,მის როლს ხელოვნების,ისტორიის,ლიტერატურის და მეცნიერების განვითარებაში.
პროექტის სრული აღწერა
პროექტის მონაწილეებს ვყოფ ორ ჯგუფად.
I-ჯგუფის წევრები მოიძიებენ და მიიღებენ ინფორმაციას მარტვილში მდებარე ეკლესია– მონასტრებზე,ადგენენ მათი აშენების წლებს,სწავლობენ და ახასიათებენ იმ ოპერიოდს როდესაც ეს ეკლესია –მონასტრები აშენდა.საუბრობენ ამ ეკლესია– მონასტრების მნიშვნელობაზე,მათ როლზე სულიერი და მატერიალური კულტურის განვითარებაზე.იკვლევენ თუ რამდენად იყოსახელმწიფოს პოლიტიკური,ეკონომიკური,კულტურული განვითარება ამ ეკლესია მონასტრებზე.განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მარტვილის სამონასტრო კომპლექს,თავი ტაძარი ღვთისმშობლიუს მიძინების ტაძარს,მარტვილის მონასტერი ძლკიერი საგანმანათლებლო კერა იყო,მოიძიებენ ინფორმაციას აქ მოღვაწე მწიგნობრებზე და განმანათლებლებზე,გამოიკვლევენ და გაეცნობიან მათ მიერ შექმნილ ნაშრომებს.
II–ჯგუფის წევრები მოიძიებენ და შეისწავლიან მარტვილის მუზეუმის ისტორიას,როდის და ვის მიერ იქნა დაარსებული,მოიძიონ ინფორმაცია ამ პიროვნებაზე,მის როლზე ამ მუზეუმის განვითარებაში.შეიაწავლიან მუზეუმის როლს ისტორიის,კულტურის,მეცნიერების განვითარებაში.ჩაატარებენ საძიებო სამუშაოებს მარტვილის მუზეუმის მიერ წარმოებულ გათხრებზე,ადგილზე დაათვალიერებენ და გადაუღებენ სურათებს ამ ადგილებს.გაიგებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანი ნივთიერი წყაროები იქნა მოპოვებული ამ გათხრებისას.დააკვირდებიან და გაანალიზებენ სხვადასხვა ეპოქისათვის დამახასიათებელ განსხვავებებსგაეცნობიან მუზეუმში დაცულ სხვადასხვა ექსპონატებს და ნივთებს.შეგროვებული მასალის მიხედვით გააკეთებენ ფოტოალბომს,ბროშურებს,მოაწყობენ პრეზენტაციას გამართავენ დისკუსიას.საბოლოოდ ყველაფერი აისახება ერთ საიტზე.
მონაწილეთა ასაკი
15წელი
ვადები/ხანგრძლივობა
3თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
დამხმარე ლიტერატურით,ინტერნეტით,მუზეუმში დაცული სხვადასხვა წყაროების,მუზეუმის თანამშრომლებთან შეხვედრით და მათგან მიღებული ინფორმაციის საშუალებით მასალების მოძიება.ექსკურსიის მოწყობაეკლესის–მონასტრებში და მუზეუმში,ფოტოების გადაღებაფოტოალბომების შექმნა,გამოფენის მოწყობა,მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება,დისკუსიები,პრეზენტაცია,კედლის გაზეთის გამოშვება,ნამუშევრების განთავსება ინტერნეტში,წერითი ჩანახატების შესრულება.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქცია რომელიც შეიძლება შეიქმნას
ფოტოალბომი,ხელნაწერი გაზეთი,საუკეთესო კრებული,საუკეთესო ფოტონამუშევრების გამოფენა,ლექციებისა და სემინარების ჩატარება,შეხვედრები მუზეუმის მეცნიერ–მუშაკებთან,სკოლაში პატარა მუზეუმის მოწყობა,შეხვედრები მარტვილის ეკლესია–მონასტრების მოღვაწე სასულიერო პირებთან,კომპიუტერთან მუშაობის ცოდნის გაღრმავება,ინფორმაციის მოძიების,დახარისხების უნარის განვითარება,წყაროებზე მუშაობის უნარ ჩვევები.
სარგებელი სხვებისთვის
პროექტის მონაწილენი გამდიდრებული ცოდნით ისტორიაში,ლიტერატურაში,მეცნიერებაში,ხელოვნებაში გაუზიარებენ თავიანთ თანატოლებს მოძიებულ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით.
სამუშაო ენა
ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ყოველდღიური კავშირი ისტორიულ წყაროებთან,გეოგრაფიასთან–გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით,ხელოვნებაში თითოეული ექსპონატის,მუზეუმის, როგორც ხელოვნების ხელოვნების ნიმუშისა და ობიექტის შესახებ ინფორმაციის მიღება და განზოგადება.არქიტექტურაში–ეკლესია მონასტრების არქიტექტურული სტილის დახასიათება,ზეპირი მეტყველების განვითარება,წერითი სტილისტური ჩვევების გაუმჯობესება განვითარება.
პროექტის ფასილიტატორი
მიხეილ წულაია
ფასილიტატორის ელ–ფოსტა
mixeiltsulaia36@gmail.com


,